„ბრაიტონთან“ წაგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა გასახდელში იჩხუბეს #1TVSPORT

14:13, 19.09.2023

„მანჩესტერ იუნაიტედის“ რამდენიმე ფეხბურთელმა ჩხუბი მოაწყო გასახდელში „ბრაიტონთან“ მატჩის შემდეგ, – წერს ინტერნეტგამოცემა 90Min-ი.

მანჩესტერულმა კლუბმა დათმო შეხვედრა საკუთარ მოედანზე და ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ექვსი ქულა აქვს.

მატჩის დასრულებისთანავე ფეხბურთელებმა პირდაპირ გასახდელში იჩხუბეს. ბრუნო ფერნანდეში სკოტ მაკტომინეის დაუპირისპირდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

ასევე დიდი ჩხუბი იყო ლისანდრო მარტინესსა და ვიქტორ ლინდელოფს შორის, რომლებიც ცდილობდნენ, ეპოვნათ პასუხისმგებელი დაცვაში გუნდის კატასტროფული თამაშის გამო.

მსგავსი