ბოტსვანაში ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობა დასჯადი აღარ იქნება
ბოტსვანაში ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობა დასჯადი აღარ იქნება

ბოტსვანაში ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობა დასჯადი აღარ იქნება. დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება ბოტსვანას უზენაესმა სასამართლომ მიიღო. ამ დრომდე აფრიკულ ქვეყანაში ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობა სისხლის სამართლის დანაშაული იყო და შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯებოდა.

უზენაეს სასამართლომ გადაწყვეტილება 21 წლის ბოტსვანელი სტუდენტის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბოტსვანაში საზოგადოება შეიცვალა და ჰომოსექსუალობა უფრო მეტად არის მიღებული.

2019 წლის იანვარში ბოტსვანას მსგავსად ეთნაირსქესიანთა ურთიერთოების დეკრიმინალიზაცია მოახდინა ანგოლამ. 2015 წელს იგივე გააკეთა მოზამბიკმა.

მიუხედავად ამისა, აფრიკის 54 ქვეყნიდან 32-ში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა ამ დრომდე დასჯადია. ნიგერიას, სომალისა და სუდანის ნაწილში კი ერთნაირსქესიანთა კავშირი სიკვდილით ისჯება.