საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი“ მესამედ იმართება. ღონისძიება დღეს უკვე ჩატარდა, ხოლო 9 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია, ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
ფესტივალი გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც ქართული ფოლკლორული ანსამბლ „მჭელის“ მონაწილეობით, ძველი პურის ცხობის ტრადიციები გააცოცხლეს.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილია ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.
„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადებისა და ცომის ზელის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.
ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძის ბენდი აფორმებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს