ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია „ტყის ეკოსისტემები“ გაიმართება
ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია „ტყის ეკოსისტემები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უერთდება ხის დარგვის საერთაშორისო დღეს და 22 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე გამართავს უფასო შემეცნებით ტურს ბაღის ტერიტორიაზე და ლექციას თემაზე – „ტყის ეკოსისტემები“.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია 21 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყოველი ადამიანი წელიწადში ერთ ხეს მაინც რგავს, ასეთი მომავლისკენ გვიხმობს ხის დარგვის საერთაშორისო დღე, რომელსაც 22 ოქტომბერს აღვნიშნავთ.

ხეები ასრულებენ მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას ჩვენს გარემოში. ნახშირორჟანგის შთანთქმითა და ჟანგბადის გამოყოფით ისინი ასუფთავებენ და მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალური კლიმატის ცვლილების რეგულირებას. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ ჰაბიტატს მრავალი სახეობის ცხოველისა და მცენარისთვის, რითიც უზრუნველყოფენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ხეები არეგულირებენ წყლის ციკლს, ხელს უწყობენ ნიადაგის ეროზიის პრევენციას და წყლის შენახვას. ურბანულ გარემოში კი ისინი ამცირებენ ხმაურს და ქმნიან ჯანსაღ ატმოსფეროს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას და 22 ოქტომბერს, სამშაბათს, 15:00 სთ-ზე გთავაზობთ უფასო შემეცნებით ტურს ბაღის ტერიტორიაზე და ლექციას თემაზე – „ტყის ეკოსისტემები“.

21 ოქტომბრის ჩათვლით აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე“, – აღნიშნულია ბოტანიკური ბაღის პრესსამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.