ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკისა და საფეხმავლო გზის მოწყობას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს
თბილისის მერია ძალიან მალე დაიწყებს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ბოტანიკურ ბაღში კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალი პრატფორმა „თბილისის ცის ქვეშ“ პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.
„ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რომელიც იქნება ასევე თანამედროვე სტანდარტების და მგონია, ამ კონკრეტულ ადგილს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ სწორად იყოს გამოყენებული. პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ დედაქალაქს უკეთებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.