„ბოსტონმა“ კონფერენციის ფინალურ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფები. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში რიგით მესამე მატჩი შედგა. „ბოსტონმა“ ამჯერად პირველ ტაიმში მოპოვებული კომფორტული ჰანდიკაპი არ გაფლანგა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა (117:106)
ბრედ სტივენსის გუნდში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 25 ქულითა და 14 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის აქტივში ასევე 8 პასია. 26 ქულა მიითვალა ჯეილენ ბრაუნმა. კემბა ვოკერმა საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა. 20 ქულით დაასრულა მატჩი მარკუს სმარტმა.
„სელტიკსის” ფანებისთვის მატჩში გამარჯვების გარდა კიდევ ერთი კარგი ფაქტი მოხდა. მოედანს დაუბრუნდა გორდონ ჰეივარდი. მან პარკეტზე 30 წუთი გაატარა და 6 ქულით, 5 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით შემოიფარგლა.
„ჰიტის“ რიგებში ყველაზე მეტი, 27 ქულა და 16 მოხსნა ბამ ადებაიოს ანგარიშზეა.
სერიის რიგით მე-4 მატჩი ორლანდოში 24 სექტემბერს ჩატარდება.