შესანიშნავ ფორმაშია “ბოსტონ სელტიქსი”, რომელმაც ზედიზედ მერვე თამაში მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა შეინარჩუნა.
ამჯერად ბოსტონელებმა სტუმრად ,,ორლანდო მეჯიქი” ანგარიშით 104-88 დაამარცხეს. მატჩში გადამწყვეტი მეორე და მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 9 და 8 ქულიანი სხვაობით მოიგეს. “სელტიქსის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 18 ქულა ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზეა, კაირი ირვინგმა საკუთარ გუნდს 11 ქულა შესძინა. მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლი აარონ გორდონმა და ნიკოლა ვუჩევიჩმა შეასრულეს, გორდონმა 18 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო ვუჩევიჩმა 13 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. მომდევნო შეხვედრას ბოსტონელები 7 ნოემბერს სტუმრად ,,ატლანტას” წინააღმდეგ ჩაატარებენ, ,,ორლანდო” კი 9 ნოემბერს კვლავ საკუთარ არენაზე ,,ნიუ იორკ ნიქსს”
მიიღებს.