აშშ-ში, ბოსტონის საავადმყოფოების 101 თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბოსტონის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 თანამშრომელია. ბრიგჰამის და ქალთა საავადმყოფოში კორონავირუსით 45 თანამშრომელია ინფიცირებული. მასაჩუსეტსის მთავარ საავადმყოფოში კი კორონავირუსით კლინიკის 41 თანამშრომელია დაინფიცირებული.