ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა
ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ სანსკი მოსტში მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლა თავდამსხმელის მიერ სკოლის ადმინისტრაციასთან უთანხმოებას მოჰყვა.
მამაკაცმა სკოლის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაწყებულია გამოძიება.
გარდაცვლილები სკოლის დეკანი, მდივანი და მასწავლებელი არიან.
ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინის სკოლებში ზაფხულის არდადეგების გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.