ბოსნია-ჰერცეგოვინაში სტიქიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა იაბლანიცას მთიან რეგიონშია.
ქვეყანაში წყალდიდობა და მეწყერი ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.