ბოსნია და ჰერცეგოვინას საზღვარზე მიგრანტებსა და ხორვატ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
ბოსნია და ჰერცეგოვინას საზღვარზე მიგრანტებსა და ხორვატ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის დროს რამდენიმე პირი დაშავდა.
როგორც Euronews-ი იუწყება, მიგრანტები ხორვატიაში გადასვლას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. ასობით არალეგალმა ხორვატიის საზღვართან რამდენიმე ღამე გაათენა იმ იმედით, რომ საზღვარი გაიხსნებოდა.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ ისინი ქვეყანაში არ შეუშვა. შედეგად, ასობით არალეგალმა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრა ძალის გამოყენებით სცადა. ისინი სამართალდამცველების მიმართულებით ქვებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ. საპასუხოდ კი, ხორვატიის პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხორვატიის პოლიციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის საზღვრებს მომავალშიც დაიცავს და ეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით მოხდება.
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ამჟამად ომსა და რთულ ეკონომიკურ პირობებს გამოქცეული ათასობით მიგრანტი იმყოფება. მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შეცვლა და ახალი ცხოვრების დაწყება სწორედ ხორვატიის საშუალებით სურთ.