ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო, „ჯაზირა ეარვეისის“ თვითმფრინავი ჩრდილოეთ თურქეთში საგანგებოდ დაეშვა
ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო, „ჯაზირა ეარვეისის“ თვითმფრინავი ჩრდილოეთ თურქეთში საგანგებოდ დაეშვა

ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო, ქუვეითური ავიაკომპანიის „ჯაზირა ეარვეისის“ თვითმფრინავი ჩრდილოეთ თურქეთში საგანგებოდ დაეშვა.

თვითმფრინავი ტრაბზონის პროვინციაში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

უსაფრთხოების ძალებმა მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს და თვითმფრინავი გაჩხრიკეს, ასევე შეამოწმეს მგზავრები და მათი ბარგი. შემთხვევის გამო ტრაბზონის აეროპორტი დროებით დაიხურა. შემოწმების შემდეგ რეისი ქუვეითში დაბრუნდა.

თვითმფრინავის ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოებისთვის ყველა რეისზე შემოწმება გაამკაცრეს.