ბორჯომში ყოფილი სანატორიუმი „ლიბანი“ მილიონ ლარად გაიყიდა
ბორჯომში ყოფილი სანატორიუმი „ლიბანი“ მილიონ ლარად გაიყიდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიბანში ყოფილი სანატორიუმი 1 003 000 ლარად გაიყიდა.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ტერიტორიაზე სულ მცირე 70 ნომერზე გათვლილი სასტუმრო ააშენოს, რისთვისაც 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

დღეისთვის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 48 311 501 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება, ხოლო სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ინვესტორები არანაკლებ 98 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.