ბორჯომში, სოფელ ლიბანში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომში, სოფელ ლიბანში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთ კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი.
სააგენტოს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.