საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ბორჯომში ახალი სასტუმრო შპს „ძველი ბორჯომი“ გაიხსნება, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრომ 15 ახალი ოთახი დაამატა და 12 ადამიანი დაასაქმა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 410 000 ლარს შეადგენს.
შპს „ძველი ბორჯომი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
პროგრამას უკვე 49 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ. სასტუმროების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 135 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 49 სასტუმრო შექმნის 1450-ზე მეტ დამატებით ოთახს და 1400-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.