ბორჯომში მკვლელობის საქმეზე საკრებულოს წევრის შვილი დააკავეს
ბორჯომში მკვლელობის საქმეზე საკრებულოს წევრის შვილი დააკავეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერთან 60 წლამდე ასაკის მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდოდ სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის 17 წლის შვილი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„გუშინ დააკავეს და როგორც ვიცი, 178-ე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. რა მოხდა, საერთოდ არ ვიცი“, – განუცხადა საკრებულოს დეპუტატმა „სამხრეთის კარიბჭეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.