ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში დღეს შეხვედრა გაიმართება
ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში დღეს შეხვედრა გაიმართება

ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში დღეს შეხვედრა გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობისა და “ევროპული საქართველოს” წევრებს შორის შედგება.

კერძოდ, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და დეპუტატი მერაბ ქვარაია უმცირესობის წევრებს შეხვდებიან.

ამ დრომდე არ კონკრეტდება, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

საპარლამენტო ოპოზიციამ ბორჯომში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა გუშინ თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, თუმცა სხდომა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.