ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
საგანგებო სიტუაციებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის მაღალი ტემპერატურა და ქარი.
„24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. პირობითად, ტერიტორია დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს ამ პოზიციის შენარჩუნება. ზოგიერთ სექტორში სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცაღა გვაქვს ცხელი წერტილები, მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე. ამასთან, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ქარი. ამჟამად, სამი ღია კერა გვაქვს, სადაც აქტიურად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ყოფილი კერებია და ვინარჩუნებთ ლიკვიდირებულ კერებს, გვაქვს ახალი კერებიც“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.