ბორჯომის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები აქციებს აანონსებენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები აქციებს აანონსებენ.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და მერიის თანამშრომლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს არ აწერს და მერიის თანამშრომლებს ხელფასებს კვლავ არ უმტკიცებს.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირველია საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელ ნიკა მელიას საბოტაჟში ადანაშაულებს.
როგორც მერიის თანამშრომლები ამბობენ, რადგან ზაზა ჩაჩანიძე მათ ხელფასებს არ უმტკიცებს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ხვალიდან მერიაში მუშაობას აჩერებენ.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის პასუხს, ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შესაძლებელია ერთ კვირაში ჩაინიშნოს.
რაც შეეხება საგანგებოდ ჩატარებულ სხდომას, ზაზა ჩაჩანიძე განმარტავს, რომ ეს არალეგიტიმური იყო.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, „ქართული ოცნება“ სკოლების, ბაღებისა და სხვადასხვა დაწესებულებებს პარალიზებას გეგმავს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტია იბრძოლებს სამართლიანობისთვის და ისინი არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“ ხელფასების გაზრდის საშუალებას.