ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით ე.წ. კუკუშკას მოძრაობა შეიზღუდება
მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის, ე.წ. „კუკუშკას“ მოძრაობა შეიზღუდება.
ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას“,- განმარტავენ „საქართველოს რკინიგზაში“.