ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ერთი მათგანი განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, ორი კი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის.
ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი დღეს იპოვეს. მამაკაცი სავარაუდოდ ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.