ბორჯღალოსნებს ქალაქ ომაეზაკის მერიაში უმასპინძლეს | იაპონია 2019
ბორჯღალოსნებს ქალაქ ომაეზაკის მერიაში უმასპინძლეს | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები თავისი ბოლო მატჩისთვის ემზადება და სოციალურ აქტივობებს განაგრძობს. დღეს ბორჯღალოსნები ქალაქ ომაეზაკის მერიას ესტუმრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ჩვენმა ნაკრებმა მასპინძლებს ქართული ღვინო და ყაბალახი უსახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ ითამაშებს, რაც ჩვენი გუნდისთვის ამ ჩემიონატზე ბოლო მატჩი იქნება. გადაწყვეტილია ისიც, რომ ბორჯღალოსნები ჯგუფში მეოთხე ადგილს დაიკავებენ და მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ.