„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა „ბარბაროსებთან“ მატჩისთვის (ფოტო)
„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა „ბარბაროსებთან“ მატჩისთვის (ფოტო)

„ბორჯღალოსნები“ 31 მაისს „ფრანგ ბარბაროსებს“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავს ეძღვნება.

„ბარბაროსებთან“ მატჩი ოფიციალური ტესტების რანგის არ არის, შესაბამისად მილტონ ჰეიგს ექსპერიმენტების საშუალება მიეცემა. გუნდის განაცხადში კი 23-ის ნაცვლად 25 მორაგბეა.

ნაკრებში დაბრუნდნენ ვაჟა ხუციშვილი და თაზო მჭედლიძე, რომელიც ცენტრის პოზიციაზე ითამაშებს. ფრთებზე „აკადემიკოსები“ სოსო მათიაშვილი და ანზორ სიჭინავა გაირჯებიან.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება –

შერკინება:

1. თეთრაშვილი 2. მამუკაშვილი 3. მელიქიძე

4. გიორგაძე 5. ნემსაძე

6. ცუცქირიძე 7. შენგელია

8. გაჩეჩილაძე

ხაზი:

9. ლობჟანიძე 10. ჯინჭველაშვილი

12. მჭედლიძე 13. კვესელაძე

11. სიჭინავა 14. მათიაშვილი

15. კვირიკაშვილი

მარქაფა: ჭყოიძე, ჟვანია, მირცხულავა, ჭეიშვილი, სუთიაშვილი, ხუციშვილი, ხმალაძე, თოდუა, შუბითიძე, წიკლაური