"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში კანადასთან შეხვედრის წინ (ფოტო გალერეა)
"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში კანადასთან შეხვედრის წინ (ფოტო გალერეა)

“ბორჯღალოსნებმა”, ნოემბრის ტესტებისათვის მზადების ფარგლებში, საფრანგეთში გავლილი სამდღიანი შეკრების შემდეგ, შევარდენის სარაგბო ბაზაზე პირველი ღია ვარჯიში ჩაატარეს.

მატჩისათვის ინდივიდუალურად ემზადებოდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი სანდრო თოდუა.

ნოემბრის ტესტებს ქართველი მორაგბეები “დინამო არენაზე”, 11 ნოემბერს კანადის წინააღგმდეგ გახსნიან.

მომდევნო შეხვედრაში ისინი უელსს, კარდიფში, “პრინსიფალითი სთედიუმზე” (ყოფილი “მილენიუმი”) 18 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

ნოემბრის ტესტები 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული ტესტ მატჩით დასრულდება.

 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

გიორგი ჩხაიძე, გიორგი ცუცქირიძე
კარლენ ასიეშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა მალაღურაძე
გიორგი კვესელაძე, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ბეგაძე, გიორგი ცუცქირიძე
გიორგი ბეგაძე
მერაბ შარიქაძე
გიორგი თხილაიშვილი
გელა აფრასიძე
ვასილ ლობჟანიძე
გიორგი კოშაძე