“ბორჯღალოსნებმა” რუსეთთან დაპირისპირების წინ ღია ვარჯიში შევარდენის სარაგბო ბაზაზე გამართეს.
საქართველოს ნაკრები კრასნოდარში დღესვე გაემგზავრება.
ვარჯიშის შემდეგ მილტონ ჰეიგმა მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:
“შეხვედრისათვის კარგად მოვემზადეთ. რუსეთი ქართველებისათვის პრინციპული მეტოქეა. მათ ძლიერი მორკინალები ჰყავთ და სწრაფი რაგბის თამაშს ცდილობენ, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ.”
მიხეილ გაჩეჩილაძემ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა:
“რამდენიმე მესამე ხაზელს აქვს მცირე ტრავმა. ლაშა ლომიძეს მუხლი აწუხებს. ველოდებით საფრანგეთის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ვიქტორ კოლელიშვილთან დაკავშირებით, რათა გავიგოთ შეძლებს თუ არა ის მომდევნო მატჩში ასპარეზობას.”
რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთი – საქართველოს შეხვედრა 10 მარტს, კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი