„ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველი ორი შეხვედრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდში სულ 29 მორაგბეა და ხუთ მათგანს „ბორჯღალოსნების“ კვართი აქამდე არ მოურგია. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ორ თამაშში მონაწილეობას მიიღებენ – გიორგი ხუროშვილი, გიორგი ჯავახია, დავით გიგაური, ბექა საღინაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭენ.
სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება –
შერკინება – გოგიჩაშვილი, მატარაძე, მამუკაშვილი, ჭყოიძე, ხუროშვილი, გიგაშვილი, მელიქიძე, ჩილაჩავა, გიგაური, ჭეიშვილი, ქერდიყოშვილი, ნემსაძე, ჯავახია, საღინაძე, ცუცქირიძე, გორგაძე, თხილაიშვილი
უკანა ხაზი – ლობჟანიძე, აფრასიძე, ბეგაძე, აბჟანდაძე, შარიქაძე, მალაღურაძე, კვესელაძე, მოდებაძე, ძნელაძე, კოშაძე, აფციაური, მათიაშვილი
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ ორ თამაშს „ბორჯღალოსნები“ რუმინეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.