ბორჯღალოსნები ქალაქ ოსაკას სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის ფარგლებში მონაწილე გუნდები სოციალურ აქტივობებში მონაწილეობენ. ამ პროექტის ფარგლებში, დღეს ბორჯღალოსნები ქალაქ ოსაკას ერთ-ერთ სკოლაში მივიდნენ, სადაც ბავშვებს შეხვდნენ და მათთან ერთად ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს, ფიჯის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფში მესამე ადგილს გაინაღდებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი მომავალ მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდება.

მატჩი ფიჯისა და საქართველოს შორის 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.

იაპონი