ბორჯღალოსნები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან
ბორჯღალოსნები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც ბორჯღალოსნები რუსეთს დაუპირისპირდებიან, დღეს, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა კრასნოდარში გაიმართება.

ბორჯღალოსნები რუსეთს შეცვლილი შემადგენლობით ესტუმრნენ. წელს მოედანზე პირველად ვიხილავთ გამოცდილ ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს, რომლისთვისაც ეს 109-ე სანაკრებო თამაში იქნება.

ძირითად შემადგენლობაში იქნება ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი, რომელმაც ესპანეთთან შეხვედრაში ფულბეკად ირჯებოდა, ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად დადგება.

გიორგი ნემსაძე, რომელიც ბორჯღალოსნების კაპიტანია, მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

ქართველ მორაგბეებს რუსებთან უკვე 20 წელია, არ წაუგიათ.

მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა ასეთია:

ძირითადი:

1. კახა ასიეშვილი 2. შალვა მამუკაშვილი 3. ანტონ ფეიქრიშვილი

4. გიორგი ნემსაძე (კ) 5. ნოდარ ჭეიშვილი

6. გიორგი თხილაიშვილი 7. ვიტო კოლელიშვილი

8. ლაშა ლომიძე

9. ვასილ ლობჟანიძე 10. ლაშა ხმალაძე

12. გიორგი კვესელაძე 13. დავით კაჭარავა

14. ანზორ სიჭინავა 11. სოსო მათიაშვილი

15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა:

16. ბადრი ალხაზაშვილი; 17. კახა ასიეშვილი; 18. გიორგი მელიქიძე; 19. შალვა სუთიაშვილი; 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გელა აფრასიძე; 22. ლაშა მალაღურაძე; 23. გიორგი კოშაძე.