საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლებს.
„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სასტარტო თხუთმეტეულში ოთხი ცვლილებაა, ხოლო გიორგი კოშაძე, შალვა სუთიაშვილი და სოსო მათიაშვილი კი წელს „ბორჯღალოსნების“ რიგებში პირველად გამოჩნდნენ.
გუნდის შემადგენლობა ასეთია:
შერკინება:
1. ნარიაშვილი 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა
4. ნემსაძე 5. სუთიაშვილი
6. თხილაიშვილი 7. კოლელიშვილი
8. ლომიძე
უკანა ხაზი:
9. ლობჟანიძე 10. ხმალაძე
12. კვესელაძე 13. კაჭარავა
11. თოდუა 14. სიჭინავა
15. მათიაშვილი
მარქაფა: 16. ახლაზაშვილი, 17. ჟვანია, 18. მელიქიძე, 19. გიორგაძე, 20. გაჩეჩილაძე, 21. აფრასიძე, 22. მალაღურაძე, 23. კოშაძე
ესპანეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები კრასნოდარში გაემგზავრება და 10 მარტს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კი ეროვნული გუნდი 17 მარტს, „დინამო არენაზე“, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.