გერმანია წინააღმდეგია, რომ უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთში დარტყმები განახორციელოს
გერმანია წინააღმდეგია, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთში დარტყმები განახორციელოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბერლინი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, გერმანიას ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, „რამშტაინის“ შეხვედრის ფარგლებში ბერლინი კიევს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა.