ბორის ჯონსონმა მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ბრიტანეთში კორონავირუსის გამო კარანტინის ხელმეორედ გამოცხადებას ეხებოდა.
ჯონსონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, დაწყებული შეზღუდვები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მისივე თქმით, „ის გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს“.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რესტორნები და მაღაზიების ნაწილი დახურეს.
ჯონსონის თქმით, ინგლისში კარანტინის რეჟიმი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა შობას ნორმალურ ვითარებაში შეხვდეს.
უელსში 17-დღიანი კარანტინი მოქმედებს, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი შეზღუდვები ოთხი კვირა გაგრძელდება.
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა 378 პაციენტი.