ბორის ჯონსონმა და დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა საკითხი განიხილეს.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორი ქვეყნის ლიდერებმა ვაქცინის შემუშავებაში მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, მათ დიდი შვიდეულის სამიტის მოახლოების ფონზე ლიდერების პირადად შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ამასთან, პრემიერის ოფისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპი მიიწვია ვაქცინის გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 4 ივნისს გამართავს.
სამიტის მიზანია მსოფლიოს ფარგლებში მილიონობით ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ფონდების მოძიება.