დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ავღანეთის საკითხი განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, იმუშაონ დიდი შვიდეულის დანარჩენ წევრებთან, რათა შეიმუშაონ გზამკვლევი, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ ავღანეთის ნებისმიერ ახალ მთავრობასთან.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისში აცხადებენ, ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ თალიბანის ნებისმიერი სახის აღიარება ან მასთან ჩართულობა უნდა იყოს პირობებზე დამყარებული, რათა მათ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და უზრუნველყონ უსაფრთხო გასასვლელი მათთვის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს.