დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით ძალიან კარგი პროგრესია. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელმა განაცხადა.
ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა, საავადმყოფოში რჩება.
ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციაში გუშინ განაცხადეს, რომ ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე სიარული შეუძლია და ექიმებს ესაუბრა. ბორის ჯონსონმა ინტენსიური განყოფილება 9 აპრილს, საღამოს დატოვა და მკურნალობას ლონდონში, წმინდა თომას ჰოსპიტალში განაგრძობს.