ბორის ჯონსონის განცხადებით, თებერვალში ბრიტანეთში სკოლების გახსნა შეუძლებელი იქნება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, თებერვალში სკოლების გახსნა შეუძლებელი იქნება.
თუმცა, ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში სკოლების 8 მარტიდან გახსნას შესაძლებელს გახდის.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბორის ჯონსონის თქმით, სკოლების გახსნის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი თუ შემცირდება, შესაძლებელი გახდება სხვა ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვების მოხსნაც.
როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბორის ჯონსონმა შეაჩერა ეკონომიკა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, აჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსმა 102 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ვირუსით 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის გავრცელების კუთხით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.