ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს
ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ძალიან დიდსულოვანი ქვეყანაა, მაგრამ სურს, გააგრძელოს ქვეყანაში შემომსვლელი პირების შემოწმება.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება უკრაინაში, ვფიქრობ, გონივრულია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გვაქვს იმის ძირითადი შესაძლებლობები, შევამოწმოთ, თუ ვინ შემოდის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.