ბორის ჯონსონი - სკრიპალის საქმე დოსტოევსკის „დანაშაულს და სასჯელს“ მაგონებს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მკვლელობის საქმე რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაულს და სასჯელს“ შეადარა.
„დანაშაული და სასჯელის“ დასაწყისი ჰგავს ამ საქმეს, რადგან ჩვენ ვიცით, ვინ არის დამნაშავე და მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ის თავად აღიარებს დანაშაულს, თუ მას დაიჭერენ”, – განაცხადა ჯონსონმა.
ეს განცხადება ჯონსონმა ოთხშაბათს საღამოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებისთვის გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც სკრიპალის საქმის გამო, დიდი ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს.