ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეისთვის არის დაგეგმილი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ. როგორც „კონსერვატიულ პარტიაში“ განაცხადეს, ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ბორის ჯონსონიც. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, ჯონსონი მიესალმება კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მისი თქმით, „ეს დაასრულებს თითქმის ერთთვიან სპეკულაციებს და მთავრობას წინსვლის საშუალებას მისცემს“.
ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა არის საჭირო.