ბორის ჯონსონი - დონალდ ტრამპთან განვიხილე უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის იქნება მტკიცე ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია სამარცხვინო თავდასხმის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ დონალდ ტრამპი იქნება ძლიერი და მტკიცე ამ ქვეყნის მხარდაჭერაში, დემოკრატიის დაცვაში“, – წერს ბორის ჯონსონი.