ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთისთვის კორონავირუსი კატასტროფა იყო
ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთისთვის კორონავირუსი კატასტროფა იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის თქმით, კორონავირუსი დიდი ბრიტანეთისთვის კატასტროფა იყო. ამის შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა „თაიმსის რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ეს იყო კატასტროფა. მოდით, ნუ შევამსუბუქებთ სიტყვებს. ეს იყო აბსოლუტური ღამის კოშმარი ქვეყნისთვის და ქვეყანამ მძიმე შოკი გამოიარა. თუმცა, სწორედ ამ დროს ჩნდება შესაძლებლობა, შეცვალო მიდგომა და უკეთ გააკეთო საქმე. ჩვენ გვსურს, უკეთ შევძლოთ განვითარება, რომ ყველაფერი სხვაგვარად გავაკეთოთ. ჩვენ მზად ვართ, ინვესტიციები დავაბანდოთ ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტში, მაღალსიჩქარიან ინტერნეტ კავშირში“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის დროს ქვეყნის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესასწავლად გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ. ეს ვალდებულება გვაქვს დაღუპულების წინაშე. მათ წინაშე, ვინც დაზარალდა. ჩვენ უნდა ვნახოთ, რა გაკეთდა არასწორად და როდის მოხდა ეს. მე ამას ვაცნობიერებ და ჩვენ ამას გავაკეთებთ, უბრალოდ, ვფიქრობ, ახლა ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ახლა ოფიციალური პირების დროის და ყურადაღების ამ საკითხზე გადატანის დრო არ არის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.