ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით, ჩვენ გავაგზავნით შემდგომ თავდაცვით დახმარებას
დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით თავდაცვით დახმარებას გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შევაქე აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის მტკიცე წინააღმდეგობა. დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით – ჩვენ გავაგზავნით შემდგომ თავდაცვით დახმარებას და მოლაპარაკებებში მათ აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.