ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მოსახლეობას მიმართა - თქვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო
ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მოსახლეობას მიმართა - თქვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, პირველი ბრიფინგი ჩაატარა. „ბიბისის“ ინფორმაციით, როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მოსახლეობის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა შედეგი მოიტანა.

ჯონსონის განცხადებით, არ აპირებს უარყოს ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყანაში პერსონალური დაცვის აღჭურვილობასთან და ტესტირებების მასშტაბებთან დაკავშირებით შეიქმნა, თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიტანელი ხალხის მონდომებამ და გაღებულმა მსხვერპლმა ნამდვილად იმუშავა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ის პაციენტების რაოდენობამ იკლო, ასევე შემცირებულია პაციენტების რაოდენობა ინტენსიური თერაპიის პალატებში. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთმა მიაღწია ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს – „კოვიდ-19“-თან გამკლავება ჯანდაცვის სიტემის გადატვირთვის გარეშე მოახერხა.