ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება საკმარისი, რომ ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები მოუხსნას
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები მოუხსნას. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება საკმარისი, რომ ბრიტანეთმა რუსეთს დაწესებული სანქციები მოუხსნას. მისი თქმით, ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უნდა გაიზარდოს, როგორც სამომავლო ეკონომიკური ზომებით, ასევე სამხედრო დახმარების მიწოდებით, რომ მოხდეს რუსეთის კურსის სრული ცვლილება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.