ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის ეკონომიკური სანქციების ნაწილი დღეს გასაჯაროვდება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ არის მიდრეკილი.
ბორის ჯონსონმა კრიზისების მართვის ცენტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის ეკონომიკური სანქციების პირველი ნაწილი დღეს გასაჯაროვდება.
„ჩვენ დაუყოვნებლივ დავაწესებთ საერთაშორისო სანქციების პაკეტს. ეს მხოლოდ პირველი სანქციებია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მხრიდან უფრო მეტი ირაციონალური ქცევა იქნება. მეშინია, რომ ყველა მტკიცებულება არის იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად არის მიდრეკილი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. სურს დამოუკიდებელი, სუვერენული ევროპული ქვეყნის დამორჩილება და ვფიქრობ, მოდით, ცხადად ვთქვათ, ეს იქნება აბსოლუტურად კატასტროფული“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.