ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ დაასრულებს რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჯონსონმა თქვა, რომ ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტები უნდა იყოს გრძელვადიანი, რადგან რუსეთის აგრესიის ეკონომიკური ბიძგები ბრიტანეთზე გავლენას ახდენს.

ბორის ჯონსონის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერა გაჭირვებული ოჯახებისთვის ხელს შეუწყობს „პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტას და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგია იაფი იქნება.“

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის ენერგეტიკა უფრო ეკოლოგიური და უსაფრთხო გახდება ქარის ენერგიის გამოყენებით და ახალი ბირთვული რეაქტორების აშენებით.

ჯონსონის განცხადებით, მან დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს უკრაინას მისცენ იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად.

ჯონსონის თქმით, მისი მიზანია უკრაინის იმ დონემდე გაძლიერება, როდესაც რუსეთი შეჭრას ვეღარასდროს გაბედავს.