ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, ტექნიკური დახმარება გაუწიოს უკრაინას ოდესის აკვატორიის განაღმვაში
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, ტექნიკური დახმარება გაუწიოს უკრაინას ოდესის აკვატორიის განაღმვაში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი მზადაა, ტექნიკური დახმარება გაუწიოს უკრაინას ოდესის აკვატორიის განაღმვაში.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუანდაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„არ მინდა ტექნიკური დეტალებზე საუბარი, მაგრამ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმ ნაბიჯებით,რომლებიც უკვე გადავდგით მათი თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ჩვენ რა თქმა უნდა ვმართავთ უკრაინელებთან მოლაპარაკებას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ტექნიკურად, რომ ოდესის განაღმვაში დავეხმაროთ. პუტინი აკავებს 23 მილიონ ტონა ხორბალს. ეს უსინდისობაა. ამ ხორბალს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში“, – განაცხადა ჯონსონმა.