ბონდო მძინარაშვილი - რუსი შკლიაროვი და მისი ჯგუფი, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის შტაბში ისხდნენ, მოსკოვიდან იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ბინძური პიარკამპანია აეგორებინათ
ბონდო მძინარაშვილი - რუსი შკლიაროვი და მისი ჯგუფი, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის შტაბში ისხდნენ, მოსკოვიდან იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ბინძური პიარკამპანია აეგორებინათ

საქართველოს საგარეო უწყება რომ პოლონეთის მსგავსად მოქცეულიყო, „გიმოს“კურსდამთავრებული ვაშაძე საფრანგეთისა და ამერიკის უნივერსიტეტებში განათლებამიღებულ სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტობაში ვეღარ დაადანაშაულებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთის საგარეო უწყებამ მიიღო, რომლის მიხედვითაც „გიმოს“ ყველა კურსდამთავრებული დიპლომატიური სამსახურიდან დაითხოვა. ეს გადაწყვეტილება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის საგარეო უწყებას უნდა მიეღო“, – განაცხადა მძინარაშვილმა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე შკლიაროვი და მისი ჯგუფი, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის შტაბში ისხდნენ, მოსკოვიდან იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ბინძური, შავი პიარკამპანია აეგორებინათ. 

„ეს ის შკლიაროვია, რომელიც თავის დროზე, „ედინაია რასიამ“ ქსენია სობჩაკს დაუქირავა, რომ ჩაეძირათ რეალური ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნი. შკლიაროვმა ეს ასეც გააკეთა. 1999 წელს რაღაც ჯგუფი ჟვანიამაც ჩამოიყვანა, რომლებმაც პოლიტიკაში შავი პიარის ელემენტები შემოიტანეს, მაგრამ ამის შემდეგ, ქართული პოლიტიკური სივრციდან ეს სიბინძურე გავიდა. ახლა კი ვაშაძემ ეს სიბინძურე შკლიაროვით შემოიტანა“, – განაცხადა მძინარაშვილმა.

ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ დაუჭერენ.