ბომბის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, ვერსალის სასახლესა და ლუვრის მუზეუმში ევაკუაცია გამოცხადდა
ბომბის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, ვერსალის სასახლესა და ლუვრის მუზეუმში ევაკუაცია გამოცხადდა

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პარიზში, ვერსალის სასახლესა და ლუვრის მუზეუმში ევაკუაცია გამოცხადდა.

პოლიციის განცხადებით, მუზეუმსა და სასახლეში ჩხრეკა მიმდინარეობს. ორივე დაწესებულებასთან პოლიციის კორდონია შექმნილი.

საფრანგეთის მთავრობამ საფრთხის დონე გაზარდა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 7 ათასი სამართალდამცავი მას შემდეგ განათავსა, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა ჩეჩნური წარმოშობის პირმა ერთი მასწავლებელი მოკლა, სამი ადამიანი კი დაჭრა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავდასხმას ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს.