მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი სპრინტერი, უსაინ ბოლტი დორტმუნდში ჩავიდა და ადგილობრივ საფეხბურთო გუნდ „ბორუსიასთან” ერთად ვარჯიში დაიწყო.
ლეგენდარული მორბენალი “დორტმუნდის” ბაზაზე ხუთშაბათს გამოცხადდა და საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა. პარასკევს, გერმანული დროით, 10:30 საათზე ბოლტის ღია ვარჯიში გაიმართება, რომელსაც Facebook და YouTube პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
ყოფილი მძლეოსნის სინჯები „დორტმუნდში” კომპანია Puma-ს მიერ არის ორგანიზებული, რომელიც სპორტსმენისა და კლუბის საერთო სპონსორია.
უსაინ ბოლტი 100 და 200 მეტრზე რბენაში რეკორდსმენია.