ბოლო ტურის ანონსი - E ჯგუფი
ბოლო ტურის ანონსი - E ჯგუფი

სერბეთი-ბრაზილია
27 ივნისი. მოსკოვი. სტადიონი “სპარტაკი”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: ფაგანი (ირანი)

შვეიცარია-კოსტა რიკა
27 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. სტადიონი “ნიჟნი ნოვგოროდი”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: ტურპენი (საფრანგეთი)

E ჯგუფში სამი ნაკრები აცხადებს პრეტენზიას ჯგუფიდან გასვლაზე. უკეთეს სიტუაციაში ბრაზილია და შვეიცარია არიან, რომლებსაც 4-4 ქულა აქვთ, სერბეთს – ერთი ქულით ნაკლები. სამივე ნაკრებმა იცის, რომ მოგება მათ მერვედფინალში გაიყვანს.
ერთი შეხედვით, უფრო მარტივ სიტუაციაში შვეიცარიაა, რომელმაც ფრედ ითამაშა ბრაზილიასთან და სერბეთი დაამარცხა, ახლა კი აუთსაიდერ კოსტა რიკას ხვდება და ფრეც გარანტირებულად გაიყვანს პლეი ოფში.
სერბეთს აუცილებლად სჭირდება ბრაზილიის დამარცხება, რადგან კოსტა რიკას ორი ბურთით მოგების იმედად ვერ იქნება.

წინა ტურების მატჩები
ბრაზილია-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

კოსტა რიკა-სერბეთი 0:1
გოლი: 0:1 კოლაროვი (56)

ბრაზილია-კოსტა რიკა 2:0
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (90+1), 2:0 ნეიმარი (90+7)

სერბეთი-შვეიცარია 1:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (5), 1:1 ჯაკა (52), 1:2 შაქირი (90)

ახალი ამბები
ბრაზილია არ შეცვლის შემადგენლობას წინა მატჩთან შედარებით. გუნდს ორი ტრავმირებული ჰყავს – დანილო და დუგლას კოშტა.
სერბეთის ნაკრებში ექვს ფეხბურთელს აქვს ყვითელი ბარათი.
გრანიტ ჯაკა, სერდან შაქირი და სტეფან ლიხტშტაინერი გადაურჩნენ ფიფასგან დისკვალიფიკაციას და მზად არიან სათამაშოდ.

ურთიერთშეხვედრები
სერბეთსა და ბრაზილიას ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთში. მათ თითო მატჩი მოიგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შვეიცარია და კოსტა რიკა მესამედ ხვდებიან ერთმანეთს და პირველად დიდ ტურნირზე. გუნდებმა თითოჯერ დაამარცხეს ერთმანეთი: 2006 წელს, შვეიცარიამ 2:0 მოიგო, 2010 წელს, კოსტა რიკამ – 1:0.

საინტერესო ფაქტები
– სერბეთის ფორვარდს ალექსანდარ მიტროვიჩს 2018 წელს, 26 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი (კლუბში და ნაკრებში).
– ბრაზილიას 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+9=4-0). გუნდმა ამ მატჩებში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.
– ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპულ გუნდებთან ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს (+1=2-4).
– ფილიპე კოუტინიოს ბრაზილიის რიგებში ბოლო სამი მატჩში აქვს გოლი გატანილი.
– ნეიმარმა ნაკრების ბოლო 17 მატჩში 18 გოლში მიიღო მონაწილეობა – 10 გოლი და 8 შედეგიანი პასი.
– ნეიმარს ნაკრებში ჩატარებულ 87 მატჩში 56 გოლი აქვს. მასზე წინ მხოლოდ რონალდო (62) და პელე (77) არიან.
– ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში, პირველ ტაიმში თითო დარტყმა ჰქონდა.
– შვეიცარიას მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგება არ აქვს კონკაკაფის გუნდებთან (+2=2-0).
– სერდან შაქირიმ ნაკრების ბოლო 6 გოლიდან ხუთში მიიღო მონაწილეობა – 4 გოლი და ერთი შედეგიანი პასი.
– სტეფან ლიხტშტაინერს მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 მატჩი დაუგროვდა, რაც შვეიცარიის ნაკრების რეკორდია.
– კოსტა რიკას ოთხი მატჩია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდებისთვის (+0=3-1). ამ მატჩებში მან ერთი გოლი გაიტანა.
– კოსტა რიკას ხუთი მატჩია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე (+0=3-2).

რა თქვეს მწვრთნელებმა

მლადენ კრსტაიჩი (სერბეთი):
“ჩვენ გველოდება რთული მატჩი ბრაზილიასთან, მაგრამ ყველაფერს ბრძოლის ჟინი გადაწყვეტს. თუ მატჩზე საკუთარ თავში დარწმუნებულები გავალთ, შევძლებთ მოგებას. იოლი სათქმელია: “მე მოვიგებ”. მთავარია, მზად იყო მოსაგებად”.

ტიტე (ბრაზილია):
“რა თქმა უნდა, სერბები კარგები არიან საჰაერო ორთაბრძოლებში, მაგრამ ტექნიკაც უმაღლეს დონეზე აქვთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მათი საუკეთესო თვისებების ნეიტრალიზება წესების დარღვევის გარეშე. მათი ფეხბურთელები მაღლები არიან, რაც დაეხმარებათ სტანდარტული სიტუაციების დროს, მაგრამ სხვა ასპექტებში ჩვენ უკეთესები ვართ”.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია):
“მეტოქეს არ უნდა შინ დაბრუნება ნული ქულით. ეს მომენტი სახიფათოა ჩვენთვის და ვეცდებით გავითვალისწინოთ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ქულების მოსაპოვებლად. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მზად ვართ იმისთვის, რომ ჯგუფში პირველები გავხდეთ”.

სავარაუდო შემადგენლობები
სერბეთი: სტოიკოვიჩი – ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი – მატიჩი, მილივოევიჩი – ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი – მიტროვიჩი.
ბრაზილია: ალისონი – ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო – კაზემირო – პაულინიო, ფილიპე კოუტინიო – ვილიანი, ნეიმარი – გაბრიელ ჟესუსი.

შვეიცარია: ზომერი – ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი – ბეჰრამი, ჯაკა – შაქირი, ჯემაილი, ცუბერი – სეფეროვიჩი.
კოსტა რიკა: ნავასი – აკოსტა, გონსალესი, დუარტე – გამბოა, ბორხესი, გუსმანი, ოვიედო – რუისი, ვენეგასი – ურენია.